Coxatauris municipaliteti  
  
 
 
 

Coxatauris municipaliteti soflebi - xevi

სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ხევი, ბჟოლიეთი, ბუქსიეთი). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 250 მ. ჩოხატაურიდან 15 კმ, საჯავახოდან 35 კმ. სოფელში დგას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და ბუღარა მამალაძის ძეგლი. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა.

istoria

1970-იან წლებში წყალტუბოს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელში, სატობისყელის და გუბაზეულის შესართავთან გამოავლინა ადრე ნეოლითური ნამოსახლარი, აღმოჩენილია ადრე-ბრინჯაოს ხანის განძი XVI საუკუნეში სოფლის მოსახლეობა მხოლოდ 1 კომლი იყო, თეიმურაზ სალუქვაძის ოჯახი. სოფელი როსტომ გურიელმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს. სოფლის ძველი სახელია მამალაძე. ამ გვარის წარმომადგენელი იყო ბუღარა მამალაძე, რომელიც უკანასკნელი გურიელების დროს ცხოვრობდა, როცა ხევში სულ 6 კომლი სახლობდა.

1870-იან წლებში ხევის მოსახლეობა 100 კომლამდე იყო გაზრდილი. შედიოდა ერკეთის სასოფლო საზოგადოებაში. 1919 წელს შეიქმნა ხევის თემი. საბჭოთა პერიოდში გავრცელებული იყო მეჩაიეობა და მეცხოველეობა. მოქმედებდა ბიბლიოთეკა, კლუბი, საავადმყოფო, აფთიაქი, კავშირგაბმულობის განყოფილება.

mosaxleoba

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 205 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908 510    
1911 1229    
2002 238 122 116
2014 205 105 100

RirSesaniSnaobebi

ბუღარა მამალაძის ძეგლი

ბუღარა იცავდა სოფელსა და გუბაზეულის ხეობას თავდასხმებისაგან, რომელთა მიზანი გოგო-ბიჭების გატაცება და ოსმალეთის იმპერიაში გაყიდვა იყო. ბუღარამ ბევრი გამტაცებელი მოკლა და მანვე გაანადგურა ახმედ-ბეგ ხიმშიაშვილის მეკობრული რაზმი 1819 წელს.

გადმოცემის მიხედვით ბუღარა მამალაძე თურმე ტანად არც თუ ისე მაღალი ყოფილა, მაგრამ გოლიათურად ღონიერი იყო და მჭექარე ხმა ჰქონდა. გადმოცემის თანახმად, მისი ყიჟინა ახლო-მახლო სოფლებს სწვდებოდა, თუ სადმე ორსული ქალი იყო, აუცილებლად მუცელი მოეშლებოდაო. ამიტომ მას ხშირად აფრთხლილებდნენ, ამა და ამ ადგილას ფეხმძიმე ქალი არისო.

ქვაიჯვარა

სოფელ ხევში, საქორისთავში, სასაფლაოზე შემორჩენილია რამდენიმე საუკუნოვანი ქვის ჯვარი ქვაიჯავარა. ჯვარი დასვენებული იყო ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 2000 წლამდე. 2000 წელს სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით ის დააბრუნეს სოფელ ხევში სასაფლაოზე.


 

მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°57`42″ ჩ. გ. 42°16`50″ ა. გ.
თემი ხევი
დაარსდა ბრინჯაოს ხანა
ადრეული სახელები მამალაძე
ცენტრის სიმაღლე 250 მ
მოსახლეობა 205 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,5 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+04:00

 

 

ჩოხატაურის დროშა
ჩოხატაურის გერბი